- პროექტის სახელწოდება: "ნოეს კიდობანი"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეებში განვითარდეს ღვთისმოყვარეობა, ადამიანების სიყვარული. .
- პროექტის აქტუალობა: ნამდვილად იყო თუ არა ნოეს კიდობანი ხარაგაულის ტერიტორიაზე, კერძოდ ნუნისში.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ბიბლიური გმირი ნოე, განუვითარდებათ კვლევის და ანალიზის უნარი.
- მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან საღვთო ისტორიას, არსებულ ინფორმაციას სოფელ ნუნისსა და ნოეს კიდობანზე. დადგენენ რა კავშირია ნოეს კიდობანსა და ხარაგაულის რაიონს შორის. შეიქმნება ბლოგი ამ საკითხზე.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხარაგაულის რაიონის რუკა, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი, ინტერნეტი
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები გაინაწილებენ ფუნქციებს:
- ერთი ჯგუფი მუშაობს ინტერნეტში და ეცნობა მასალებს ნოეს კიდობანზე,
- მეორე ჯგუფი გაზეთებში და წიგნებში გამოქვეყნებულ მასალებს ამავე საკითხზე
- მოეწყობა ექსკურსია სოფელ ნუნუსში, შეჯამდება მოძიებული მასალები, შეიქმნება ფოტო ალბომი ადგილზე გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალებით;
- მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს სხვადასხვა რესპონდენტებისგან
- შეიქმნება ბლოგი
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია
- პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ლალი გრიგალაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: laligrigalashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგ: http://laligrigalVashvili.blogspot.com/
